
მე დავიბადე,როცა ღამე დილას გაშორდა,
ზიზღის ძონძებში გამახვიეს იქვე შილიფად,
ბედს გადაუგდეს ასაკენწლად ჩემი ბავშვობა
მუშტრის თვალებით გადმომხედეს მერე ირიბად
და ჩალის ფასად გამიყიდეს სიცოცხლე ციდა.
მაქციეს უცხოდ,ტყუპისცალად ამკიდეს სევდა,
ოქტომბრის თვეში სიბრალულის ცრემლებით ცრიდა
და ფუყე მკერდში მიხუტებდა ახალი დედა...
==============
(რეპრეზენტატორი ,ბლოგის ადმინისტრატორი მაია წყნეთელი )
საავტორო უფლებები დაცულია